თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ (ფოტო)
18:23, 11.01.2019
გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გუშინ სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ჩემპიონები ოთხ, ხოლო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში – სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან.
ამ წუთისთვის ფინალური ბლოკის ორთაბრძოლები მიმდინარეობს.
საქართველოს ჩემპიონები უკვე გახდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – ედემი ბოლქვაძე (65 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 გკ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).
ხვალ, თავისუფალ ჭიდაობაში, ჩემპიონები კიდევ სამ – 61, 70 და 125 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.