საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომის შეკრება დაასრულა და რომში გასამგზავრებელი შემადგენლობა დაასახელა.
იტალიის დედაქალაქი 10-16 თებერვალს ევროპის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.
საქართველო კონტინენტის ჩემპიონატზე ათი სპორტსმენით წარდგება. განაცხადში არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები – ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ).
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
55კგ ნუგზარ წურწუმია
60კგ ამირან შავაძე
63კგ ლევან ქავჟარაძე
67კგ გიორგი შოთაძე
72კგ იური ლომაძე
77კგ დემურ ქავთარაძე
82კგ ლაშა გობაძე
87კგ თორნიკე ძამაშვილი
97კგ რევაზ ნადარეიშვილი
130კგ ლევან არაბული