ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკრაინაში პირველობა არავის დაუთმო
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა 5 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ვლადიმერ გეგეშიძის შეგირდებმა გუნდურ ჩათვლაში 174 ქულით პირველობა არავის დაუთმეს.
ნუგზარ წურწუმია (55 კგ) – ოქრო.
ლერი აბულაძე (63 კგ) – ოქრო.
რამაზ ზოიძე (67 კგ) – ოქრო.
აივენგო რიკაძე (82 კგ) – ოქრო.
იაკობ ქაჯაია (130 კგ) – ოქრო.
ჯონი ხეცურიანი (67 კგ) – ვერცხლი.
შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) – ვერცხლი.
ლაშა გობაძე (87 კგ) – ვერცხლი.
გიორგი მელია (97 კგ) – ვერცხლი.
ზვიად პატარიძე (130 კგ) – ვერცხლი.
რამაზ სილაგავა (55 კგ) – ბრინჯაო
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. კიევის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
ნიკა კენჭაძე (79 კგ) – ოქრო.
ირაკლი მწითური (92 კგ) – ოქრო.
გიორგი სულავა (74 კგ) – ბრინჯაო.
გივი მაჭარაშვილი (125 კგ) – ბრინჯაო.