ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბოლის ტურნირი ექვსი მედლით დაასრულა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სტამბოლის ტურნირი ექვსი მედლით დაასრულა

სტამბულში დასრულებულ „ემრე-კაპლანის“ მემორიალზე, დღეს საქართველოს ნაკრებმა კიდევ სამი მედალი მოიპოვა.

ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა დემურ ქავთარაძე. 77 კგ. წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქავთარაძე პირველ პერიოდში უპირატესობას ფლობდა და ანგარიშიც მისთვის სასარგებლო იყო, თუმცა საბოლოოდ ამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ოქროს მედალი მასპინძლებს დარჩათ, თავად კი ვერცხლს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედლებს საჩინო დავითაია (67 კგ.) და შალვა ხაჩიძე (87 კგ.) დაეუფლნენ. შედეგად ბექა როყვას გუნდმა თურქეთში გამართული საერთაშორისო ტურნირი ექვსი მედლით – 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოთი დაასრულა.

შეგახსნებთ, რომ ერთი დღით ადრე ჩემპიონობა ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.) იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ მაჭარაშვილმა (55 კგ.) და გიორგი მელიამ (97კგ.) დაისაკუთრეს.