ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი დღის შედეგები [ფოტო]
ტურნირის დასკვნით დღეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ჩემპიონები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ფინალში ერთმანეთს შემდეგი სპორტსმენები დაუპირისპირდნენ –
63 კგ.
ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) – ლერი აბულაძე (აჭარა)
77 კგ.
დემურ ქავთარაძე (გარდაბანი) – ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი)
82 კგ.
ლაშა გობაძე (აჭარა) – გელა ბოლქვაძე (აჭარა)
63 კგ. წონითი კატეგორიის ჩემპიონობა ლევან ქავჟარაძეს დარჩა. მამუკაშვილმა ქავთარაძეს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა. ლაშა გობაძემ გელა ბოლქვაძის წინააღმდეგ შესანიშნავად იჭიდავა და პირველი ადგილი მოიპოვა.