ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | წურწუმია და ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | წურწუმია და ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ფალავნები გამოდიან.

საქართველოს ნაკრების წევრებიდან წინასწარი შეხვედრები დაასრულეს და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). დღეს გამომსვლელი კიდევ სამი ფალავანი – ლერი აბულაძე (63), იური ლომაძე (77) და აჩიკო ბოლქვაძე (87) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა – თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილი – ვერცხლის, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონობა ლერი აბულაძემ იზეიმა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.