ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა (55 კგ) ფინალშია. 18 წლის ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში თურქ შაქირს სძლია და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ირანელ ახმადი ბალუტაკისთან იბრძოლებს.
დღესვე, რამდენიმე წუთში ფინალში გასასვლელად იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც (82 კგ).
ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.