ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 19 წლის ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მონღოლი სპორტსმენი 8:0 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
ხვალ, 26 ოქტომბერს ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იური ლომაძე (72კგ) იჭიდავებს.