ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს – მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მისი მეტოქე თურქი ომერ ალტაში იქნება.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
22 აგვისტოს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობაზე კობა ქარუმიძე (55 კგ), ანრი ხოზრევანიძე (67 კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილი (72 კგ) და გორ აივაზიანი (97 კგ) გამოვიდნენ, მაგრამ ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლეს.