ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ვახტანგ ლოლუა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ნახევარფინალში იასაპრეზებს – ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში ყირგიზი კუბანიჩ არინოვი დაამარცხა.

დღეს გამომსვლელი მეორე ქართველი ანრი დავითაძე (82 კგ) მერვედფინალში დამარცხდა.

20 აგვისტოს დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ტურნირის პრიზიორები კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) გახდნენ.