ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | თავბერიძე და მარტიაშვილი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ათენში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 17-წლამდელთა შორის პირველ საშეჯიბრო დღეს სამმა ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში იასპარეზა.
ერეკლე თავბერიძემ (65 კგ) ინდოელი ანუი ანუი 9:1 დაამარცხა და 29 ივლისს ოქროსთვის იბრძოლებს. ასევე უმაღლესი სინჯის მედლისთვის იჭიდავებს ლუკა მარტიაშვილიც (80 კგ), რომელმაც ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში თურქ ისმაილ ბერეკეტს 2:1 მოუგო.
მსოფლიო პირველობის ნახევარფინალში ირანელ მეტოქესთან დამარცხდა თემურ სიმსივე (110 კგ) და იგი ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს.
29 ივლისს ათენში დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში კიდევ ხუთი ქართველი ფალავანი იჭიდავებს.