ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს პირველობაზე ახალგაზრდებს შორის ფინალური შეხვედრები გაიმართა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს პირველობაზე ახალგაზრდებს შორის ფინალური შეხვედრები გაიმართა #1TVSPORT

რუსთავში დასრულდა საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. 13-14 აპრილს გამართულ შეჯიბრებაზე, მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

საქართველოს პირველობის ფინალისტებმა მედლებთან ერთად, ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ განაცხადში მოხვედრაც გაინაღდეს.

გაზაფხულის ბოლოს კი ისინი თურქეთში, საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, თუ რომელი სპორტსმენები იჭიდავებენ ივნისის ბოლოს, დორტმუნდში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე.

 

საქართველოს პირველობა მოიგეს:

55 კგ – გიორგი თოხაძე (ოზურგეთი)

60 კგ – რომეო ბერიძე (აჭარა)

63 კგ – დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)

67 კგ – ლუკა ოჩიგავა (სენაკი – ორც)

72 კგ – გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი)

77 კგ – გიორგი შპეტიშვილი (გარდაბანი)

82 კგ – საბა მამალაძე (ოზურგეთი)

87 კგ – გიორგი მეტრეველი (ონი – ორც)

97 კგ – ლაშა ტვილდიანი (თბილისი)

130 კგ – ცოტნე ცინცაძე (ოზურგეთი)