ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - საქართველოს ჩემპიონატში ფინალისტები გამოვლინდნენ #1TVSPORT
ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭდავეთა შორის. 23 დეკემბერს ფინალისტები ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
55 კგ
რამაზ სილაგავა (მარტვილი) – გიორგი თოხაძე (ოზურგეთი)
63 კგ
ბექა გურული (რუსთავი) – გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
72 კგ
ოთარ აბულაძე (აჭარა) – რამაზ ზოიძე (აჭარა)
82 კგ
ბექა მამუკაშვილი (გარდაბანი) – გელა ბოლქვაძე (აჭარა)
97 კგ
გიორგი მელია (სამტრედია) – რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
24 დეკემბერს ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ფინალური დაპირისპირები გაიმართება. დილიდან კი დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი შეხვედრები ჩატარდება.