ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბუქარესტის საერთაშორისო ტურნირზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების წევრები, დავით გაბედავა (55 კგ) და გიორგი ალადაშვილი (80 კგ) ბუქარესტში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე, კონსტანტინ ალექსანდრუს მემორიალზე, ჩემპიონები გახდნენ.
80 კგ წონითი კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ვერცხლის მედალს ლუკა კოჩალიძე დაეუფლა.
კოჩალიძის მსგავსად, მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს ნიკა აბულაძემ (45 კგ) და ლუკა ფიფიამ (71 კგ). ვახტანგ ლოლუა (60 კგ) და ერეკლე თავბერიძე (65 კგ) კი ტურნირზე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.