ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რამაზ ზოიძე (77კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში სომეხ ამოიანთან დამარცხდა.

ტურნირზე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8:1 დაამარცხა.

კონტინენტის პირველობაზე ხვალ, 13 აპრილს, შეჯიბრის დასკვნით დღეს სამი ქართველი ფალავანი შეეცდება ბრინაჯოს მედლის მოპოვებას.