ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | რამაზ ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში.
პირველ დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც რამაზ ზოიძე (77 კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს. ქართველმა თურქი ილმაზი 10:1 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
მეოთხედინალურ დაპირისპირებაში 17 წლის ვახტანგ ლოლუა აზერბაიჯანელ აზიზთან დამარცხდა, რომლის ფინალში გასვლის შემთხვევაში ლოლუა ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.