ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქართველების ექვსი ოქროს მედალი ესპანეთის გრან პრიზე #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქართველების ექვსი ოქროს მედალი ესპანეთის გრან პრიზე #1TVSPORT

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე – ესპანეთის გრან პრიზე, ექვს წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა და 19 ქვეყნის ნაკრებებს შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (60 კგ), ფრიდონ აბულაძე (63 კგ), ლერი აბულაძე (67 კგ), რამაზ ზოიძე (72 კგ), იური ლომაძე (77 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ).

ლუკა ოჩიგავა (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (77 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ.