ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, აბულაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, აბულაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა, საიდანაც ორმა მათგანმა ნახევარფინალში იჭიდავა.

ლერი აბულაძე (63 კგ) კონტინენტის პირველობის ფინალში გასასვლელად რუსეთის წარმომადგენელ ლოკიაევს შეხვდა და სამწუხაროდ 5:9 დამარცხდა.

130 კგ-ში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიას კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლიეტუველი ფრიდრიკასის დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირდა. ქართველმა მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 9:0 სძლია და ფინალში თურქ მოჭიდავეს შეხვდება.

რეპეშაჟიდან მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს თორნიკე ძამაშვილი (87). მის წონაში კი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი.

ფინალური ბლოკი ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.