ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ქაჯაია და აბულაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან [ვიდეო] #1TVSPORT
ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა, საიდანაც ორი მათგანი ნახევარფინალში იჭიდავებს.
ლერი აბულაძე (63 კგ) მეოთხედფინალში გერმანელ გინკს დიდი უპირატესობით – 9:0 გაუსწორდა და კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ ლოკიაევს შეხვდება.
130კგ-ში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიამ კი რუსეთის წარმომადგენელ, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ყოფილ წევრ ზურაბ გედეხაურს 3:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლიეტუველ ფრიდრიკასს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური ორთაბრძოლები 18:45 საათზე გაიმართება.