ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი ფალავანი – ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ოქროს მედლებისთვის იჭიდავებს.
მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ლოლუას მეტოქე ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ემინ სეფერშაევი იქნება. 77 კგ წონით კატეგორიაში 2025 წლის ფინალი გამეორდება – ევროპის ვიცე-ჩემპიონი რამაზ ზოიძე ოთხგზის ევროპის და ორგზის მსოფლიო ჩემპიონს, სომეხ მალხას ამოიანს დაუპირისპირდება.
ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის ფრიდონ აბულაძე (63 კგ) იჭიდავებს, მისი მეტოქე თურქი ქერემ ქამალი იქნება. რეპეშაჟში იასპარეზებს სულხან ბუიძე, რომელიც უკრაინელ მიხაილო ვიშნივეცკის შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველს, ბექა კანდელაკს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.