ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო პირველობის ფინალშია #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.
შეჯიბრზე დღეს საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ოთხი მოჭიდავე გამოვიდა, რომელთაგანაც წარმატებით ასპარეზობას მხოლოდ ნუგზარ წურწუმია (55კგ) აგრძელებს.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ყაზახ ბექბოლატოვს 5:3 სძლია და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქრო მედლისთვის აზერბაიჯანელ მოჭიდავეს შეხვდება.
შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87კგ) შეჯიბრის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. ბოლქვაძის დამმარცხებელი უნგრელი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან ექნება.