ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.
შეჯიბრზე დღეს საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ოთხი მოჭიდავე გამოვიდა, რომელთაგანაც წარმატებით ასპარეზობას მხოლოდ ნუგზარ წურწუმია (55კგ) აგრძელებს.
ქართველმა უზბეკი იასურბეკ ორტიკბოევი 5:2 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ყაზახ ბექბოლატოვს შეხვდება.
შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87კგ) შეჯიბრის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. ბოლქვაძის დამმარცხებელი უნგრელი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან ექნება.
ნახევარფინალური შეხვედრები 20:00 საათიდან გაიმართება.