ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნიკოლოზ კუტუბიძე 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPOR T
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ნიკოლოზ კუტუბიძე 15-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია #1TVSPOR T

საბერძნეთში დასრულებულ ევროპის 15-წლამდელთა პირველობაზე ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) ჩემპიონი გახდა – 13 წლის ქართველმა ფალავანმა ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი 4:1 დაამარცხა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – კუტუბიძის გარდა, დავით შავაძემ (48 კგ) და ამიკო ცეცხლაძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე 15-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. პრიზიორთა შორის მოხვდნენ: გიორგი ქარელი (38 კგ), საბა მინდიაშვილი (41 კგ), თემურ თუთარაშვილი (48 კგ), რატი რევაზიშვილი (68 კგ) და დავით გორგაძე (75 კგ).