ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას დღეს სამი ქართველი დაიწყებს #1TVSPORT

11:51, 25.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილის ჭიდაობაში დღეს, 25 ოქტომბერს 72, 97 და 130 კგ. წონით კატეგორიის ფალავნები იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების ღირსებას იური ლომაძე (72 კგ), რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) დაიცავენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათიდან დაიწყება. დღესვე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა (55 კგ.) იჭიდავებს.

მსგავსი