ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მესამე ოქროს მედალი 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე - აივაზიანი ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მესამე ოქროს მედალი 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე - აივაზიანი ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

ესპანეთში დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გორ აივაზიანმა (97კგ) საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ფინალში მოლდოველ კოვალის 6:1 სძლია.

ტურნირზე დღეს, ცოტა ხნით ადრე ანრი ხოზრევანიძეც ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში სომეხი აგაჯანიანი 6:1 დაამარცხა. პირველი ადგილისთვის იჭიდავა ნიკა ბროლაძემაც (67კგ), მაგრამ ქართველი თურქ სარიართან დარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ფინალურ ბლოკში კიდევ ერთმა ქართველმა, დათა ჩხაიძემ (82კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.