ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მეოთხე მედალი ევროპის ჩემპიონატზე - გელა ბოლქვაძე ბრინჯაოს პრიზიორია #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ქართველმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი სამველ გრიგორიანი 3:1 დაამარცხა.
ტურნირზე დღეს ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ჯონი ხეცურიანიც (67კგ).
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია.