ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | მეორე ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში – რამაზ ზოიძე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს​ #1TVSPORT

21:02, 20.04.2026

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს, ვახტანგ ლოლუას (55 კგ) შემდეგ ფინალში რამაზ ზოიძეც (77 კგ) გავიდა – ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელ რობერტ ფრიტჩს 8:0 სძლია.

გადამწყვეტ შეხვედრაში რამაზ ზოიძის მეტოქე სომხეთის წარმომადგენელი მალხაზ ამოიანი იქნება.

ფინალური შეხვედრები ხვალ, 21 აპრილს გაიმართება.

მსგავსი