ბერძნულ რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ნახევარფინალში იასპარეზებს. ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში უკრაინელი ალექსანდრ ჰურშინი დაამარცხა და ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში ფრანგ სტეფან კლემენტს შეხვდება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელმა ორმა მოჭიდავემ, ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ) ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. მსოფლიო პირველობაზე ნახევარფინალური შეხვედრები 18:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) მსოფლიო ჩემპიონტზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბელგრადში ორი დღის წინ დასრულებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა და მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.