ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე ბიშკეკის სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

18:02, 01.06.2023

ბიშკეკში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ლერი აბულაძემ (63 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ფინალში უზბეკი შარიბჯანოვი 7:4 დაამარცხა. დღესვე კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი გურამ ხეცურიანს (87 კგ) აქვს.

ტურნირზე სულხან ბუიძე (130 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მსგავსი