ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან იბრძოლებს #1TVSPORT

16:25, 26.10.2026

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლაშა გობაძე (87 კგ) მეოთხედფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება. ფრიდონ აბულაძე (63 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

დღესვე ფინალურ ბლოკში იური ლომაძე (72 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. საქართველოს კარების ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი მედალია – ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი