ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ჯონი ხეცურიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ფინალში გასვლა მხოლოდ ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) შეძლო. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ქართველი რუმინელ მიჰუტს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად 10:1 დაამარცხა.
ტურნირზე დღეს გამომსვლელი ფრიდონ აბულაძე (60 კგ) და რამაზ ზოიძე (72 კგ) შეჯიბრს უმედლოდ დაემშვიდობნენ. კიდევ ორი მოჭიდავე – გელა ბოლქვაძე (82 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) გააგრძელებენ თუ არა ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან, ეს დარჩენილი ნახევარფინალების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე დღეს გუშინდელი წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში ოთხ ქართველ მოჭიდავეს ვიხილავთ. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის ლერი აბულაძე (63 კგ) იჭიდავებს, ბრინჯაოსთვის კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იბრძოლებენ.
ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.