ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | იური ლომაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

13:13, 25.10.2026

ასტანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძე (72 კგ) მეოთხედფინალში გავიდა – ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში ეგვიპტელი მუჰამედ ზაჰაბ ხალილი 9:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ქართველი – რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) და სულხან ბუიძე (130 კგ) 1/8-ფინალურ შეხვედრებში დამარცხდნენ.

ნახევარფინალები თბილისის დროით 15:45 საათიდან დაიწყება. დღესვე ფინალურ ბლოკში (17:00) ბრინჯაოს მედლისთვის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა (55 კგ.) იჭიდავებს.

მსგავსი