ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I აჩიკო ბოლქვაძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I აჩიკო ბოლქვაძე 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

იორდანიის დედაქალაქ ამანში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში აჩიკო ბოლქვაძემ (87კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ფინალში ქართველმა ფალავანმა ირანელი ალი ჩოუბანი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და შეჯიბრებაზე ჩვენს ნაკრებს პირველი უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა.

ხვალ, 20 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოქროს მედლისთვის გორ აივაზიანი იბრძოლებს. ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ ანრი ფუტკარაძე (72კგ) და დათა ჩხაიძე (82კგ), რეპეშაჟიდან მედლისთვის კი ანრი ხოზრევანიძე (63კგ) იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამანში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რომელაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი გახდნენ.