ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა I 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლით დაასრულა #1TVSPORT

იორდანიის დედაქალაქ ამანში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ოქროს მედალს აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) დაეუფლა. იგი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია 15 და 17-წლამდელთა შორის. წელს კი 20-წლამდელებში მოიგო ჯერ ევროპის ჩემპიონატი, ახლა კი მსოფლიო პირველობაც.

ვერცხლის მედალი გორ აივაზიანმა (97 კგ) მოიპოვა. იგი შარშან U17-ში გახდა მსოფლიო ჩემპიონი, წელს კი 20-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ბრინჯაოს მედლები ნაკრების დებიუტანტებმა, ანრი ფუტკარაძემ (72 კგ) და დათა ჩხაიძემ (82 კგ) მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ამანში ოთხი დღის წინ დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, სადაც  ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რომელაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი გახდნენ.