ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მედლის მოპოვების შანსს შავაძე და ხეცურიანიც ინარჩუნებენ #1TVSPORT
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს გელა ბოლქვაძე (82 კგ) ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ გურბანოვთან დამარცხდა – ბოლქვაძე 13 აპრილს, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს რეპეჟაშიდან ინარჩუნებენ ამირან შავაძე (60 კგ) და ჯონი ხეცურიანი (67 კგ).
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე ფინალურ ბლოკში რამაზ ზოიძე (77 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, 17 წლის ვახტანგ ლოლუა კი მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.