ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გელა ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს გელა ბოლქვაძე (82 კგ) ნახევარფინალში გავიდა – ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში ბულგარელი ნიკოლაევ ნიკოლოვი 6:2 დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის აზერბაიჯანელ გურბანოვთან იბრძოლებს.

1/4-ფინალური შეხვედრები დათმეს ამირან შავაძემ (60 კგ), ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) და იური ლომაძემ (72 კგ). გიორგი მელია (97 კგ) მერვედფინალურ ეტაპზე დამარცხდა. ამ წონით კატეგორიებში დღეს საღამოს ნახევარფინალები გაიმართება, მედლები კი 13 აპრილს გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე ფინალურ ბლოკში რამაზ ზოიძე (77 კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, 17 წლის ვახტანგ ლოლუა კი მისთვის სადებიუტო კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.