ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ქართველი მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ქართველი მეოთხედფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ფალავნები გამოდიან.

დღეს წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები 55, 63, 77, 87, და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაიმართება. საქართველოს ნაკრების წევრებიდან მედლების მოსაპოვებლად ნუგზარ წურწუმია, ლერი აბულაძე, იური ლომაძე, აჩიკო ბოლქვაძე და იაკობ ქაჯაია გამოვიდნენ, რომელთაგანაც ოთხი ფალავანი მეოთხედფინალში იასპარეზებს – 77კგ-ში გამომსვლელი ლომაძე კი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა – თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილი – ვერცხლის, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონობა ლერი აბულაძემ იზეიმა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.