ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები ჩატარდება. საჭიდაოდ 60, 67, 72, 82 და 97კგ წონითი კატეგორიის ფალავნები გავლენ.
საქართველოს ღირსებას ფრიდონ აბულაძე (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) დაიცავენ.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალური დაპირისპირებები კი 18:45 საათზე გაიმართება.
2023 წელს ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.