ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 12 თებერვალს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში. ტურნირზე პირველად ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე ფალავნები გამოვლენ.

დღეს წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება 55, 63, 77, 87, და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში. საქართველოს ნაკრების წევრებიდან მედლების მოსაპოვებლად ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), იური ლომაძე (77 კგ), აჩიკო ბოლქვაძე (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა. თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა, ჯონი ხეცურიანი მეორე ადგილზე გავიდა, ნუგზარ წურწუმიამ, ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.