ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რიკაძე და ბოლქვაძე იჭიდავებენ #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რიკაძე და ბოლქვაძე იჭიდავებენ #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა, საიდანაც ორი მათგანი ნახევარფინალში იჭიდავებს.

შმაგი ბოლქვაძემ (72) ნახევარფინალში გასასვლელად რუსი სპორტსმენი დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. აივენგო რიკაძესაც (82) ნახევარფინალში ვიხილავთ, მან მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია.

ნახევარფინალური ორთაბრძოლები 18:45 საათზე გაიმართება. დღესვე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია (130) იჭიდავებს, ხოლო ბრინჯაოსთვის ხალიჩაზე ლერი აბულაძე (63 კგ) გამოვა. ფინალური ბლოკი დღეს 20:00 საათზე გაიმართება.