ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - აბულაძე და ქაჯაია წონის ლიდერები არიან #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - აბულაძე და ქაჯაია წონის ლიდერები არიან #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჭიდაობის საერთაშორისო გაერთიანებამ, წონების მიხედვით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა განთესილთა სიები გამოაქვეყნა. მოჭიდავეები, რომლებიც წონების საუკეთესო 8-ში არიან, მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობას პირდაპირ 1/8-ფინალიდან დაიწყებენ.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლერი აბულაძე (63 კგ) წონის ლიდერია და პირველ ნომრადაა განთესილი. ასევე, პირველ ნომრადაა განთესილი ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი იაკობ ქაჯაია (130 კგ). მისი ერთ ერთი უმთავრესი კონკურენტი, თურქი კაია კი მსოფლიოს რეიტინგის მეორე ნომერია და მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე მისი და ქაჯაიას გზები ფინალამდე არ იკვეთება.

55 კგ-ში მეორე ნომრადაა განთესილი ნუგზარ წურწუმია, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანელ აზიზლის ჩამორჩება და შესაბამისად, მას ფინალამდე არ შეხვდება. 82-კგ-ში მეშვიდე ნომრადაა განთესილი გელა ბოლქვაძე.

მსოფლიო ჩემპიონატს 10-18 სექტემბრის ჩათვლით ბელგრადი უმასპინძლებს.იაკობ ქაჯაია