ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის დღეს საქართველოს სახელით ხუთი ფალავანი – კობა ქარუმიძე (55 კგ), რომეო ბერიძე (63 კგ), თემურ ორჯონიკიძე (77 კგ), ზურაბ მელაძე (87 კგ) და საბა ჩილაშვილი (130 კგ) გამოვიდნენ.
ხუთიდან სამი მოჭიდავე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. კობა ქარუმიძემ 1/4-ფინალში უნგრელი პეტერ ტოტოკი 8:0 დაამარცხა, რომეო ბერიძემ ნახევარფინალში გასასვლელად თურქ ფურკან ერკენს 8:2 სძლია, ხოლო საბა ჩილაშვილმა კი უნგრელ სიმონ ლასლოს მოუგო.
ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, მედლები კი 13 მარტს გათამაშდება.