ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქარუმიძემ - ვერცხლის, ბერიძემ და ჩილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ქარუმიძემ - ვერცხლის, ბერიძემ და ჩილაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ხუთ წონით კატეგორიაში მედლები გათამაშდა. ფინალში დამარცხდა 18 წლის კობა ქარუმიძე (55 კგ) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ ბლოკში რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (125 კგ) ბრინჯოას მედლები მოიპოვეს.

დღესვე დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდნენ – 14 მარტს კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლებისთვის დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ) და ანრი ხოზრევანიძე (67 კგ) იჭიდავებენ, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ლუკა გაბისონია (97 კგ).

აღსანიშნავია, რომ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯი, ზაზა ჯიბლაძე ემსახურება.