ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე, 19-21 აგვისტოს შეჯიბრზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.
დღეს საკვალიფიკაციო ეტაპები და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან იასპარეზებენ:
55 კგ – თამაზ ღლონტი (17-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის (2021) და მსოფლიოს 2-გზის (2019 და 2021) ბრინჯაოს პრიზიორი. 15-წლამდელებში ევროპის (2019) ბრინჯაოს პრიზიორი)
63 კგ – რომეო ბერიძე – (ჭაბუკთა შორის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (2019) ფინალისტი. 15-წლამდელებში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი)
77 კგ – თორნიკე მიქელაძე – (20-წლამდელთა შორის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალისტი)
87 კგ – იაგო გობაძე – (ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2018) 15-წლამდელთა შორის)
130 კგ – ცოტნე ცინცაძე
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ნახევარფინალები კი 17:45-ზე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც წარმატებულ გამოსვლად არ შეიძლება შეფასდეს.