ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ათი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს, 21 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ სამოკოვში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. შეჯიბრებაში 10 ქართელი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას:
55 კგ – კობა ქარუმიძე;
60 კგ – ვახტანგ ლოლუა;
63 კგ – ცოტნე ბუკია;
67 კგ – ანრი ხოზრევანიძე;
72 კგ – ალექსანდრე რუსიტაშვილი;
77 კგ – ანრი ფუტკარაძე;
82 კგ – ანრი დავითაძე;
87 კგ – ლუკა კოჩალიძე;
97 კგ – გორ აივაზიანი;
130 კგ – საბა ფურცელაძე.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათიდან გაიმართება.
20 აგვისტოს დასრულებულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ტურნირის პრიზიორები კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) გახდნენ.