ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 17 წლის ვახტანგ ლოლუმ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 17 წლის ვახტანგ ლოლუმ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე საშეჯიბრო დღეს ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – 17 წლის ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში სომეხი მანველ ხაჩატრიანი 8:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

დღესვე ფინალურ ბლოკში რამაზ ზოიძე (77 კგ) კონტინენენტის პირველობაზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს.