ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
საბერძნეთში მიმდინარე 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ათივე წონით კატეგორიაში ფინალისტები გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
38 კგ – ნიკოლოზ ბელქანია;
41 კგ – დავით ლობჟანიძე, ვეფხვია მგელაძე;
44 კგ – ნიკოლოზ კუტუბიძე, გიორგი აზნაურიშვილი;
48 კგ – დავით შავაძე;
52 კგ – ამიკო ცეცხლაძე;
57 კგ – ლაზარე გოგოტიშვილი;
62 კგ – დავით მხეიძე;
68 კგ – ლუკა მიქაუტიძე;
75 კგ – ლუკა ყურაშვილი;
85 კგ – შოთა ტაბატაძე, ლუკა ბუიღლიშვილი.