ბერძნებს საქართველოსთან მატჩამდე მცველი დაუშავდათ #1TVSPORT
ბერძნებს საქართველოსთან მატჩამდე მცველი დაუშავდათ #1TVSPORT

სამშაბათს პანტელის ხაციდიაკოსმა საკუთარი გვარი საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯონ ვან სჰიპის მიერ დასახელებულთა შორის ამოიკითხა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ესპანეთთან და საქართველოსთან 24 წლის მცველი ვერ ითამაშებს. 

ცნობა ნიდერლანდური „ალკმაარის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, რომ პანტელის ხაციდიაკოსი დაშავდა და ტრავმის გამო რამდენიმე თვე დაისვენებს.

„ბერძენი მცველს ისევ დისკომფორტი აქვს და გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სერიოზუალდ დაშავდა. ეს ნიშნავს, რომ საბერძნეთის ნაკრებთან თამაშის გარდა, ის სეზონის დანარჩენ ნაწილსაც გამოტოვებს. ხაძიდიაკოსის შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ბერძენი მცველი რამდენიმე თვის განმავლობაში დაისვენებს“, – ვკკითხულობთ ნიდერლანდური კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯერ უცნობია, გამოიძახებს თუ არა მის პოზიციაზე სხვა მოთამაშეს საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სჰიპი. არ არის გამორიცხული, ნიდერლანდელი სპეციალისტი უკვე გამოძახებულ ფეხბურთელებს დასჯერდეს.