ბექჰემს „ემ ელ ეს“-ში (MLS) სუარესის ხილვა სურს
ბექჰემს „ემ ელ ეს“-ში (MLS) სუარესის ხილვა სურს

ამერიკულ საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ მფლობელი დევიდ ბექჰემი კლუბში „ბარსელონას“ თავდამსხმელის, ლუის სუარესის მოყვანას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ელ მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo) ავრცელებს. წყაროს ცნობით, 44 წლის ინგლისელი მზადაა ურუგვაელს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. ხელფასის ოდენობა არ სახელდება.

2018/2019 წლების სეზონზე სუარესმა კატალონიელთა რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და გააკეთა 13 შედეგიანი გადაცემა. მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. პორტალი „ტრანსფერმარკტი“ (transfermarkt.de) ფორვარდს 60 მილიონ ევროდ აფასებს.