ბექჰემმა მოლაპარაკებები გამართა მესისთან „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე #1TVSPORT
ბექჰემმა მოლაპარაკებები გამართა მესისთან „ინტერ მაიამიში“ გადასვლაზე #1TVSPORT

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ კლუბი „ინტერ მაიამი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან ლიონელ მესისთან. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Mirror.

წყაროს ცნობით, ფლორიდული კლუბის მფლობელს დევიდ ბექჰემს სურს, კარიერის დასრულებამდე არგენტინელმა მის გუნდში ითამაშოს. აღნიშნავენ, რომ ბექჰემმა უკვე გამართა მოლაპარაკებები ლიონელთან.

არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ 2023 წელს შეიძლება გადავიდეს, როცა „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი ამოიწურება.

ლიონელ მესიმ ამ ზაფხულს გააფორმა პსჟ-სთან ორწლიანი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.